გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: ჩვენ აშშ-ს, ისევე როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს ვურყურებთ როგორც მაგალითის მომცემს, როდესაც ეუთო/ოდირის ასეთი დასკვნა დაიდება, რანაირად უნდა ველაპარაკოთ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია

14-11-2022

მიუხედავად ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე მეგონა და კიდევ ერთხელ ამაყი ვარ ამით. ვუსურვებდი აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები რაც არის, მათ შორის ეუთო/ოდირის, არც ერთი არ ქონია შესრულებული და დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. მე მინდა ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი, იმიტომ რომ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რატომ გვინდა დასავლეთი და რატომ გვინდა ევროატლანტიკურ სივრცეში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ჩვენ აშშ-ს, ისევე როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს ველოდებით და ვურყურებთ როგორც მაგალითის მომცემს და როდესაც ეუთო/ოდირის ასეთი დასკვნა დაიდება, იქ რანაირად უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია.

 

„სიმართლე გითხრათ ცოტა გაოცებული ვარ, მსუბუქად რომ ვთქვა. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები აშშ-ში. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ მერამდენე დღეა, გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი სტატეგიული პარტნიორები არიან. რაც ჩვენ ეუთო-ოდირის დასკვნა მოვისმინეთ და ჩანაწერი, სადაც არის პოლარიზაცია, მოსყიდვა, დაშინება... რაღა შორს წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ. ეს თუ სიმართლეა, ჩვენთან გარდაცვლილები მაინც აძლევდნენ ხმას და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ალბათ დავგმობდი.

 

გულისტკივილით ვამბობ ამას, იმიტომ რომ ჩვენ აშშ-ს, ისევე როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს ველოდებით და ვურყურებთ როგორც მაგალითის მომცემს და როდესაც ეუთო/ოდირის ასეთი დასკვნა დაიდება, იქ რანაირად უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რანაირაც უნდა ავუხსნათ მას რომ კონკურენცია არის მნიშვნელოვანი, რომ დაშინება გამორიცხულია, მოსყიდვა გამორიცხულია.

 

გაგვიჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე მეგონა და კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებდი აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები რაც არის, მათ შორის ეუთო/ოდირის, არც ერთი არ ქონია შესრულებული და დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. მე მინდა ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რატომ გვინდა დასავლეთი და რატომ გვინდა ევროატლანტიკურ სივრცეში“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930