გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქნახშირის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი: შახტაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყო

16-07-2018

საქნახშირის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა გაბინაშვილის განცხადებით, შახტაში უსაფრთხოების ზომები დაცულია.
მისივე თქმით, ტექნიკა, რომელიც მეთანის რაოდენობას აკონტროლებს, გამართულია.
„ყველაფერი დაცულია. ახალი შეძენილია ტექნიკა, რომელიც აკონტროლებს მთლიანად გაზის რაოდენობას.
სიგნალს ღებულობს სადისპეჩერო სამსახური. აქ არინ ოპერატორები, რომლებიც ღებულობენ ინფორმაციას შახტიდან მეთანის კონტროლის თაობაზე - მომატებული როცაა იღებენ ინფორმაციას და შესაბამის ზომებს. ყველაფერი მუშაობს, წესრიგშია“- განაცხადა გაბინაშვილმა.
მისივე თქმით, სამი თვის წინ შახტაში მუშების დაღუპვის საქმის გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ადგილზე ყველა პროფილაქტიკური სამუშაო ჩატარდა.
„სამი თვის წინ მომხდარის შესახებ გამოძიება დასრულებული არაა. სასამართლო პროცესიც ჯერ ჩატარებული არაა. 
მას შემდეგ ყველა პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა. რითაც ხდება მეთანის გაზის კონტროლი ეს აპარატები მის შემდეგაა შეძენილი“- განაცხადა გაბინაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას. 
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის პოლიციის შენობაში საქნახშირის ხელმძღვანელი პირების, შახტის ადმინისტრაციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე დღეს დილით მინდელის შახტაში მომხდარ შემთხვევას ეხება, რომლის შედეგადაც 4 მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031