15-11-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.
"ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ჩვენ შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024