გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულება არის, სწორედ ამ რეკომენდაციების მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება - ეს არის დეპოლარიზაცია

15-11-2022

აქვე მინდა აღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულება არის, სწორედ აი ამ რეკომენდაციების, მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება - ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ კარი გაუხსნა ყველა აქტორს და კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ის ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. 


„მას შემდეგ რაც ჩვენ თორმეტივე რეკომენდაცია გადმოგვეცა,  სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი, ყველა ერთად, ამ თორმეტივე პრიორიტეტს. და იქვე ჩვენ გავხსენით კარი, გავუხსენით კარი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებული არის ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.აქვე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კუთვნილება, მთავრობის. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ეს ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის. ამიტომ ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელი არის მათი ჩართულობა ამ პროცესში,"- აღნიშნა პრემიერმა. 


ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ეკონომიკის განვითარებაში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. 


„სხვა მხრივ, ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ვართ ჩვენ ერთგული პარტნიორი ევროპის და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ, ისეთი როგორიც არის მაგალითად, ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, დავიწყეთ მუშაობა - შავი ზღვის კაბელი, სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი ამ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ.მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი ჩვენ აქტიურად გვეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიური, ძალიან ძლიერი პარტნიორობაა და რაც მთავარია ეს ურთიერთობები დამყარებული არის ჩვენს საერთო ფასეულობებზე და საერთო ინტერესებზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930