16-11-2022
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციით და პოლარიზაციის გაღრმავებით,” - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
როგორც შათირიშვილი წერს, რადგან ქვეყანაში არეულობა არ გამოდის, გადაწყვიტეს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის დაიწყონ მზადება, თუმცა 2024 წელს იგივე შედეგი ექნებათ.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციით და პოლარიზაციის გაღრმავებით, კიდევ უფრო სამწუხაროა რომ ამ პროცესისთვის იყენებენ ოდიოზურ ფიგურას, ოლიგარქ დავით კეზერაშვილს რომელიც ქართული ჯარისთვის და ბიზნესისთვის მოპარული ფულით გამდიდრდა, მას აქვს გავლენები პოლიტიკურ პარტიებზე, მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილზე, თუმცა აბსოლუტურად მიუღებელია ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის. რადგან ქვეყანაში არ გამოდის არეულობის, დესტაბილიზაციის, ქაოსის და რევოლუციის სცენარი, გადაწყვიტეს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის დაიწყონ მზადება, თუმცა 2024 წელს იგივე შედეგი ექნება ოპოზიციას რაც აქვთ 2012 წლიდან, მარცხი და მხოლოდ მარცხი, რატომ? იმიტომ ასეთია მისი აღმატებულება ამომრჩევლის ნება, ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც!” - წერს ბოჟაძე.
16-11-2024
16-11-2024