8-01-2018
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დღეს, 8 იანვარს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ალმასიანის, ბერბუკის, ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, აფაქიძის, კვერნაძის და ფიზკულტურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაატა გუგუშვილის და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.