ტყიბულის პოლიციის განყოფილებაში კომპანია „საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა გაბელაშვილის გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
საქმე ტყიბულის შახტაში გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხება.
როგორც გაბელაშვილმა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
„გვიან დაიწყეს ჩემი დაკითხვა და ახლა დავამთავრეთ. შეკითხვები ქონდათ შახტასთან დაკავშირებით. დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, ყველაფერს გამოძიება დაადგენს“- განაცხადა გაბელაშვილმა.
ტრაგედია ტყიბულში გუშინ დილით მოხდა, რის შედეგადასც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.