17-11-2022
ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერები კეზერაშვილის “ტვ ფორმულამ” რამდენიმე სერიად, ექსკლუზიურ სიუჟეტებად გაუშვა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გეგმის ნაწილი, ბიძინა ივანიშვილისა და მისი საუბარი ევტუშენკოვმა ჩაიწერა, და "ტვ ფორმულას” მიაწოდა, რათა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატე ოპოზიციას ყალბი მტკიცებულება შეექმნა, თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, დღეს ყველაფერი გაშიფრულია, მათი მოქმედების სტრატეგია ხელის გულზე დევს.
„ქართული ოპოზიცია = ანტისახელმწიფოებრივ ძალას მათი მოქმედების სტრატეგია გაშიფრულია - ტელეკრატიის მეშვეობით არაერთი ანტისახელმწიფოებრივი სცენარის საჯაროდ გამოტანა და პოლიტიკურ ველზე ინფორმაციული ნაღმების დადება. ნაღმი პირველი- ბათუმის ნავსადგურში გამოჩნდა გემი სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით რომელიც წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით ელენე ხოშტარიამ "ჩაუშვა".
კიდევ უფრო ახლოდან საკითხი ამგვარად ჟღერს - კეზერაშვილმა საკუთარი დიდი ხნის მეგობრისა და პარტნიორის - ვანო ნაკაიძის ხელით რუსეთიდან გემი შემოიყვანა და ეს ყველაფერი ხოშტარიას პირით ამხილა. ნაღმი მეორე ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერები კეზერაშვილის “ტვ ფორმულამ” რამდენიმე სერიად, ექსკლუზიურ სიუჟეტებად გაუშვა.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გეგმის ნაწილი, ბიძინა ივანიშვილისა და მისი საუბარი ევტუშენკოვმა ჩაიწერა, და "ტვ ფორმულას” მიაწოდა, რათა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატე ოპოზიციას ყალბი მტკიცებულება შეექმნა, თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. დღეს ყველაფერი გაშიფრულია, მათი მოქმედების სტრატეგია ხელის გულზე დევს.
ქართული ოპოზიცია- საკუთრივ ელენე ხოშტარია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოში რუსული ინტერესების გამტარია. ყველა ერთად და თითოეული ცალ- ცალკე ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. წინასწარ იწერება გეგმა, იფუთება სიუჟეტად, ტელეკრატიით, გაჟღერებული ინფორმაციით იწამლება ინფორმაციული ველი და მთავარი მოქმედი პირები დაუსჯელნი რჩებიან. მივმართავ შესაბამის ორგანოებს დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საკითხებზე და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისათვის კანონმა ყველას პასუხი გასცეს.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024