გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: როდესაც ტარდება ტრენინგი, თუ როგორ უნდა შეძლო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედების დაფინანსება

17-11-2022

„როდესაც ტარდება ტრენინგი, თუ როგორ უნდა შეძლო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედების დაფინანსება“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამერიკის საელჩო ამ დრომდე არ პასუხობს „ხალხის ძალის“ მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, ესწრებოდა თუ არა ტრენინგს, რომელზეც სახელმწიფო გადატრიალების შესახებ საუბრობდნენ.

 

„როდესაც ტარდება ტრენინგი, თუ როგორ უნდა შეძლო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედების დაფინანსება. სხვათაშორის, ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დავსვით კითხვა, ქალბატონმა კელიმ (აშშ-ის ელჩმა) ხომ არ შეიარა ამ ტრენინგზე შემთხვევით, სადაც სახელმწიფო გადატრიალების თუ მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ დატრენინგება ხდებოდა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

 

ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ისინი აკეთებენ კარგ საქმეს, მაგრამ როდესაც ქალბატონი გიგაური ამბობს, რომ არავინ არ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მიღებული ფული, რამდენი აქვთ ხელფასი და ა.შ. ეს მგონია, რომ ორმაგი სტანდარტია და ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ ნდობა არის ძალიან ნაკლები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930