გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე: ის, ვინც დღეს იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობას, მას შემდეგ, რაც ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, რეფორმის შედეგები სახეზეა - სისულელეა

17-11-2022

,,ჩვენი მთავარი პარტნიორი არის ევროკავშირი, ბუნებრივია, ამერიკასთან ერთად. თუმცა, ევროპის გაფართოების მიმართულებით სულ რამდენიმე დღის წინ იყო ევროკომისარი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ამ პროცესში და მან თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, “ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ამერიკის სენატორ შაჰინს აქვს არასწორი ინფორმაცია, როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რჩევა, რომელიც სწორ არგუმენტებს ეფუძნება.

 

,,კომისარმა მოუწოდა რადიკალურ ოპოზიციას - შეეხიდეთ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად შედეგი მიიღოთ და ეს შედეგი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. რაც შეეხება, შაჰინის ამ განცხადებას, მოგიყევით, რაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, თან ევროკომისარმა. ეს არ არის კუბილიუსი, არჩეული გარკვეული ჯგუფების მიერ.

 

ეს არის დანიშნული ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს. ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი და შაჰინმა რა თქვა, ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით და სტრატეგიით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია, ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს. შაჰინი ამას რომ იტყვის, რით განსხვავდება კუბილიუსისგან, თუ ეს თქვა კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, მე არ მომისმენია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროპის გაფართოების კომისრის პოზიცია და ეს რა პოზიცია იყო, გუშინ მოისმინეთ.

 

მე რომ გავიმეორო არ მოგეწონებათ რადიკალური ტელევიზიის წარმომადგენლებს. ის, ვინც დღეს იტყვის, რომ ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობას იმის შემდეგ, რომ ბიუჯეტის და ეკონომიკის ზრდა გვაქვს, რომ ქვეყანა განვითარების სწორ მიმართულებით მიდის, რეფორმის შედეგები სახეზეა, ამის შემდეგ ვინც იტყვის, რომ გადავხედოთ - სისულელეა და შტერობაა. რაც შეეხება, თანაშემწემ თქვა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დიახ, ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმას მხარი დაუჭირეთ, მათ შორის, კანონპროექტები მოვამზადეთ. იმდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის სტატუსი, რომ ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეთ დეოლიგარქიზაციის კანონს, რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, “ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930