გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე გოცირიძის განცხადებაზე: ქართველებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გუშინდელი დღე, წარსული, ტრადიციები, ეკლესია, რწმენა, ეროვნული იდენტობა და განვითარება არის თავსებადი რამ; ამის დანგრევა უნდათ, ამას ებრძვიან

18-11-2022

ჩვენ, ქართველებს, ყველაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გუშინდელი დღე, წარსული, ტრადიციები, ეკლესია, რწმენა, ეროვნული იდენტობა და განვითარება არის თავსებადი რამ. ეს არის ნამდვილი ევროპული ღირებულება, როცა შენ ახერხებ განვითარებას და შენი წარსულის პატივისცემას. აი, ამის დანგრევა უნდათ, ამას ებრძვიან - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” „ნაცმოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადების კომენტირებისას.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამიტომ არ არის რომან გოცირიძის ნათქვამი შემთხვევითი და ამიტომ უნდათ დააყენონ უსწორობის ნიშანი რწმენას, ეკლესიასა და განვითარებას შორის.

 

მისივე თქმით, წლებია გვახსოვს, როგორ ესხმოდნენ ეკლესიას თავს, მათ ტელევიზიებში შეურაცხმყოფელი ფონით გამოტანილი ხატებიც გვახსოვს და ეს შემთხვევითი არ იყო.

 

„ზოგადად, რომ არ მოგატყუოთ, რომან გოცირიძის გამონათქვამებზე ხშირად მიხუმრია ხოლმე, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელზეც არ მეღიმება ნამდვილად და რატომ - ეს უფრო ღრმა პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ გვახსოვს ეკლესიაზე თავდახსმების სერია. ჯერ რამხელა მასშტაბი აქვს თავად ამას როცა ვამბობთ და რამხელა ბრალდებაა, ამას შემთხვევით ხომ ვერ იტყვი ადამიანი, მართლა ძირეული და მყარი მტკიცებულებები რომ არ გქონდეს, რომ ეკლესიას თავს ესხმიან, მაგრამ თამამად ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ წლებია გვახსოვს, როგორ ესხმოდნენ ეკლესიას თავს, მათ ტელევიზიებში შეურაცხმყოფელი ფონით გამოტანილი ხატებიც გვახსოვს და ეს შემთხვევითი არ იყო.

 

ეროვნული იდენტობის, შენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლა თავის თავში მათ შორის, გაიძულებს, რომ ეკლესიასაც ებრძოლო, იმიტომ, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი შენი იდენტობის შენარჩუნების საქმეში და ერთერთი ყველაზე დამაზიანებელი და ეს მინდა ძალიან ხაზგასმით ვთქვა, დამაზიანებელი და მავნებლური პროპაგანდა არის შემდეგი - სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოში, სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ბევრი მიმართავს, ვისაც უნდა, რომ ტრადიციებს ებრძოლოს - განვითარება და ტრადიცია, ეროვნული იდენტობა, რწმენა დააყენოს სხვადასხვა მიმართულებით, ანუ გამომრიცხველი გარემოება - თუ არის განვითარება, იქ შენ იდენტობაზე, წარსულზე და ტრადიციებზე მაინც და მაინც დიდი პრეტენზიები ნუ გაქვს.

 

სადაც არის ტრადიცია, მაშინ უარი თქვი განვითარებაზე, ასეთ ლოგიკას ავითარებენ და ავიწყდებათ ჩვენი ქვეყნის ისტორია. გუშინაც ვთქვი, როცა განვითარებაზე და თანამედროვეობაზე ლაპარაკობენ, მაგალითად გენდერთან დაკავშირებით არის ხოლმე ხშირად საუბარი, ეს მოვიტანე მაგალითად და დღესაც იგივეს გავიმეორებ, ავიწყდებათ, რომ 1918 წელს ჩვენ პარლამენტარი ქალები გვყავდა, როცა ჩვენ დღევანდელ მეგობარ ქვეყნებში ასეთი არ იყო და წარმოუდგენლადაც კი მიაჩნდათ. რამდენი ქვეყანა გახსენდებათ, მეფე რომ ყავდათ ქალი, ჩვენ მე-12 საუკუნეში გვყავდა.

 

წარმოიდგინეთ, რა ტრადიცია გვაქვს და რა შეხედულებები ჰქონდათ ამ ქვეყანაში. აღარ ვლაპარაკობ კულტურის სფეროზე, განვითარების რა ეტაპები გაიარა ამ ქვეყანამ, როგორი კულტურა შექმნა და რა პროდუქტი შესთავაზა სამყაროს და ცივილიზაციას ამ მიმართულებით. ენა, დამწერლობა, უამრავი დასაკვეხნი და სატრაბახო თემა გვაქვს და არასდროს, ხელი შეუშლიათ კი არა, ქართულ ეკლესიას და ქართულ ტრადიციებს მხოლოდ ხელშეწყობა მოუხდენიათ ამ ყველაფრის. ჩვენ, ქართველებს, ყველაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გუშინდელი დღე, წარსული, ტრადიციები, ეკლესია, რწმენა, ეროვნული იდენტობა და განვითარება არის თავსებადი რამ. ეს არის ნამდვილი ევროპული ღირებულება, როცა შენ ახერხებ განვითარებას და შენი წარსულის პატივისცემას. აი, ამის დანგრევა უნდათ, ამას ებრძვიან და ამიტომ არ არის ბატონი რომანის ნათქვამი შემთხვევითი და ამიტომ უნდათ დააყენონ უსწორობის ნიშანი რწმენას, ეკლესიასა და განვითარებას შორის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930