გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას?

18-11-2022

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა, არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდაა. მათ მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.


მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შემდეგ მათი ამოცანა იყო რევოლუციების მოწყობა.


„მე ამის თაობაზე ვრცელი მოხსენება გავაკეთე პარლამენტში და თქვენს წინაშე წარვსდექი ზაფხულში და გითხარით, რომ 400 ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით უკრაინის მხარდამჭერს. ყველა დონეზე, ყველა ფორმატში ჩვენ ვართ ან მხარდამჭერი, ან თანაორგანიზატორი და თანასპონსორი ამ რეზოლუციების და დოკუმენტების. როგორც შეგვეძლო, ყველა დონეზე მაქსიმუმი გავაკეთეთ და ჩვენმა ხალხმა გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც ხდება საშინელებაა, ტრაგედიაა. ამათ სტატუსზე კი არ უნდა იფიქრონ მხოლოდ, ამათ უნდა იფიქრონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ამათ ჩვენთან ერთად იმაზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ ავაცილოთ ქვეყანას მორიგი საფრთხეები, როგორ შევამციროთ მინიმუმამდე ეს საფრთხეები. როგორ იქცეოდნენ სანაცვლოდ? მანამდე რა რყევები გადაიტანა ქვეყანამ, კარგად იცით, როგორ მოღალატეობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. რომ რამენაირად დაეზიანებინათ ჩვენი ეკონომიკა, ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხის ბედი, შეეფერხებინათ ეკონომიკური განვითარება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიყვანეს მათი ყოფილი ლიდერი, ერთადერთი განზრახვით და მიზნით, რომ აქ მომხდარიყო რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ჩაუვარდათ, ყველას ჩაუვარდება. ყველას გაეცემა უმკაცრესი პასუხი. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს მეგობრებო.


მეორე - ომი დაიწყო, ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი გამოწვევის პირობებში, ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი ქვეყანა, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 20% არის ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას აქ. გამოდიან ქუჩაში, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ და რაზე - მთხოვდნენ, რომ მიგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად. ნებართვა უნდა გაეცა სახელმწიფოს, მთავრობას. ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა. ეს რა თქმა უნდა, გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი და ქვეყანაში, როგორც მათმა კოლეგებმა და პარტნიორებმა უკრაინაში დააანონსეს, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.


ახლა მთავარი მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. მათი იდეური პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. გვარებს აღარ ჩამოვთვლი, არაფერს ნიშნავს ჩემთვის და არც თქვენთვის, მაგრამ ვიცით მათი გაცხადებული მიზნები და ამოცანები. მათი ამოცანაა, მათ ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა, არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდაა. მათ მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. დავანებოთ თავი ყოველგვარ სპეკულაციებს და რაღაც პროგნოზებს. ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს - ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას? ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო აქ. ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ. ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს. ეს გააკეთეს მათ და ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შემდეგ მათი ამოცანა იყო რევოლუციების მოწყობა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930