გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონსტანტინე გელაშვილი ნოდარ მელაძეს: ბატონო ნოდარ, ნუ ქმნით ე.წ. სკანდალს ჭორებით და იმით, რომ ვიღაცეებს ერთნაირი გვარი აქვთ. უფრო მეტ რეიტინგს მოგიტანთ ბავშვების უფლებების დაცვა

19-11-2022

,,საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ამ მძიმე კადრების ჩვენებისთვის, მაგრამ ბავშვების მამას სხვა გზა არ დარჩა და ეს პოსტიც მისი თხოვნით გამოვაქვეყნე. არცერთი კამერა არ არის ფარული და ტატიანა სოლოვიოვამ იცოდა, რომ მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება. ამ კამერების დამონტაჟება ბავშვების მამამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ სხვაგვარად ვერ ამტკიცებდა, რომ ბავშვებს მომღერალი, ლამაზი დედა აწამებდა,” - ასე ეხმიანება ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს, საცად მელაძე ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და რუსეთის პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვს და სოლოვიოვების ოჯახს შორის კავშირი აჩვენოს.

 

როგორც ადვოკატი წერს მათ მხოლოდ გვარი აქვთ საერთო. ადვოკატის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ არ დათანხმდნენ ვრცელ ინტერვიუს, tvპირველის ჟურნალისტს, ამის მიუხედავად გაუგზავნეს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სადაც დადგენილია, რომ ბავშვებზე დედა ძალადობს.

 

"ვნახე Nodar Meladze -ს 19 ნოემბრის გადაცემის ანონსი და გაკვირვებული ვარ იმით, რომ ნაცვლად ბავშვების უფლებების და ინტერესების დაცვისა, ჭორებზე და ცილისწამებაზეა სიუჟეტი დაფუძნებული.

 

არ მინდოდა ამ თემის ასე გასაჯაროვება, მაგრამ სწორედ ბავშვების ინტერესების დაცვა მავალდებულებს მათი უფლებების დასაცავად ფაქტები წარმოგიდგინოთ. მხოლოდ ფაქტები:

 

  1. ანონსში ნახსენები მომღერალი ტატიანა სოლოვიოვა ბავშვებზე ძალადობის და წამების ბრალდებით რუსეთში მიცემულია პასუხისგებაში, რის გამოც გაიქცა და საქართველოში უკანონოდ ჩამოიყვანა ბავშვები.

 

  1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით საქართველოს ტერიტორიაზე შესასრულებლად აღიარა რუსეთის ფედერაციის 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტატიანა სოლოვიოვას შეეზღუდა მშობლის უფლება.

 

  1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით დაადასტურა, რომ 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ტატიანა სოლოვიოვას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი იყო კანონიერი და დადგინდა, რომ ტატიანა სოლოვიოვა საქართველოშიც ძალადობდა შვილებზე;

 

  1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალომე სამხარაძის მიერ 2022 წლის 21 ივლისს დამცავი ორდერის ვადა გაგრძელდა სამი თვით და სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 27 ოქტომბერს ვადის გაგრძელება მიიჩნია კანონიერად;

 

  1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მაისურაძის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა არასრულწლოვნების არამართლზომიერად გადაადგილების ფაქტი და გადაწყდა მათი დაბრუნება რუსეთში - სამშობლოში, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინებით დატოვა უცვლელად;

 

  1. ტატიანა სოლოვიოვამ 2022 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სკოლიდან გაიტაცა ორი შვილი ვიკტორია და ელიზავეტა სოლოვიოვები. მამისთვის უცნობია სად არიან ბავშვები, თუმცა მათი ადგილსამყოფელი გამოძიების და პროკურატურის თანამშრომლებმა იციან და მიუხედავად უზენაესი სასამართლოს განჩინებისა, რეაგირებას არ ახდენენ. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

  1. ბავშვების გატაცების შემდეგ ძალადობა ტატიანა სოლოვიოვამ კვლავ განახორციელა და ბავშვების სახელის გამოყენებით შეადგინეს ე.წ. განცხადებები, თითქოს ბავშვებზე ძალადობს მამა და ამ განცხადების გამოყენებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მამის წინააღმდეგ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

  1. გუშინწინ, 2022 წლის 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბავშვების მამის წინააღმდეგ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქმის განხილვისას ექსპერტმა, ფსიქოლოგმა, სოციალურმა მუშაკმა და ბავშვების სახელმწიფო წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ ბავშვების მამა ცუდად ეპყრობოდა ბავშვებს. სხდომაზე ბავშვებიც გამოიკითხნენ. დადასტურდა, რომ ბავშვების მიერ მამის წინააღმდეგ შედგენილი ე.წ. განცხადება და ჩვენებები, არის მათ მიმართ ტატიანა სოლოვიოვას მხრიდან იძულების შედეგი.

 

  1. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე ჩატარდა 5 ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, მათ შორის ბავავების ადვოკატის Irakli Irakli -ინიციატივით, რომელმაც დაადგინა, რომ დედა არის მოძალადე და მასთან ბავშვების დატოვება არის დანაშაული. ფსიქოლოგების აზრით ბავშვები ამჟამად არიან მძევლები და შიშის ფონზე იტყვიან ყველაფერს, რასაც დედა დაავალებს. ამ დასკვნებით, ვიდეო, აუდიო და სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ტატიანა სოლოვიოვა ბავშვებს ცემდა, ყელში უჭერდა, უმიზეზოდ სჯიდა, უყვიროდა, რის გამოც ბავშვებს ჩამოუყალიბდათ მორჩილი და მონური დამოკიდებულება.

 

  1. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი ან ვარაუდი, რომ ტატიანა სოლოვიოვა ბავშვებზე დღესაც არ ძალადობს ან არ იძალადებს.

 

  1. ბავშვების მამის მიზანი არ არის ბავშვებს წაართვას დედა. მისი მიზანია ბავშვები გაიზარდონ ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ძალადობის გარეშე.

 

  1. ამ ფაქტების საპირისპიროდ 2022 წლის 18 ნოემბერს პროკურატურამ ბავშვების მამას წარუდგინა ბრალი თითქოს ის ძალადობდა ბავშვებზე და ამ მოქმედებას ამართლებს უკანონოდ მოპოვებული, ბავშვების იძულებით მიღებული განცხადებით. მიუხედავად იმისა, რომ არ დავთანმხდი ვრცელ ინტერვიუს, tvპირველის ჟურნალისტს გავუგზავნე უზენაესი სასამართლოს განჩინება და დავუსვი შეკითხვა: - შეუძლია ვინმეს თქვას რატომ არიან დღეს უფლებაშეზღუდულ მშობელთან ბავშვები? ან რომელი გავლენების და კავშირების "სიუჟეტს" აანონსებთ ბატონო ნოდარ, როდესაც თქვენი აზრით გავლენიან კაცს ბავშვები წაართბეს და უსაფუძვლო ბრალი წაუყენა პროკურატურამ? ხომ არ დაფიქრდებოდით რა ან ვინ იწვევს იმას, რომ მოძალადესთან არიან დღეს ბავშვები? საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ამ მძიმე კადრების ჩვენებისთვის, მაგრამ ბავშვების მამას სხვა გზა არ დარჩა და ეს პოსტიც მისი თხოვნით გამოვაქვეყნე. არცერთი კამერა არ არის ფარული და ტატიანა სოლოვიოვამ იცოდა, რომ მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება. ამ კამერების დამონტაჟება ბავშვების მამამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ სხვაგვარად ვერ ამტკიცებდა, რომ ბავშვებს მომღერალი, ლამაზი დედა აწამებდა. ეს და კიდევ უამრავი სხვა ვიდეო და აუდიო მასალა წარუდგინა ადვოკატმა Giorgi Lekishvili -მა პროკურატურას, საწმის კურსშია სახალხო დამცველიც. ხო და ბატონო ნოდარ, ნუ ქმნით ე.წ. სკანდალს ჭორებით და იმით, რომ ვიღაცეებს ერთნაირი გვარი აქვთ. უფრო მეტ რეიტინგს მოგიტანთ ბავშვების უფლებების დაცვა. იზრუნეთ ბავშვებზე! და ბოლოს, მინდა ვკითხო პროკურორს: ვინ არის მოძალადე? ვინც ამ კადრებზე ჩანს თუ ვინც ამ ძალადობისგან ბავშვების დაცვას ცდილობს?” - წერს ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930