21-11-2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, ფერმერთა დღე აღინიშნა.
საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება. წელს, ფერმერის დღე საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.
ფერმერთა დღე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა, რომლის მიზანი, ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერაა.
ღონისძიების შემდეგი ნაწილი კი სასტუმრო რუმსის გარდენჰოლში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
ფერმერის დღის ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო „დივერსიფიცირებილი აგრობიზნესი“ კომპანია „უდაბნოს ფერმას“ და „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“ გადაეცა.
„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის და განსაკუთრებით აგრომიმართულებით. ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომლითაც გაიხსნა ღონისძიება არის კარგი შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას და მეწარმეების განვითარებას. ასევე, მინდა მივულოცო ყველა იმ ფერმერს, რომლებსაც ღირსეულად და დამსახურებულად გადაეცათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქრათველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის ფერმერთა დღის ოფიციალურ ნაწილს 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, ასევე, სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024