გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჩნაძიანში, მინიფეხბურთში მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

22-11-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის 7 სოფლის გუნდი მონაწილეობდა.


მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სოფელ ვაჩნაძიანის ნაკრები გუნდი გახდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული გარდამავალი თასით დაჯილდოვდა; ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა გადასცა.


მიხეილ მარჩილაშვილი 1972 წლის 26 დეკემბერს, სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ''შავნაბადას'' ბატალიონში ირიცხებოდა; დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშში, რუსულ საზღვაო დესანტთან შეტაკების დროს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.


მიხეილ მარჩილაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ქუჩა ვაჩნაძიანში, სადაც მიხეილ მარჩილაშვილი ცხოვრობდა, 2018 წლიდან მის სახელს ატარებს.


მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში წელს დაარსდა და ყოველწლიურად ჩატარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930