23-11-2022
მმართველი გუნდის ლიდერი დიტო სამხარაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს და ამბობს, რომ თუკი კობახიძე მის მიერ შეთავაზებულ დებატებს გაექცევა, ის მტყაუნია და ეშინია.
„ვინ ჩემი ცუდი სიტყვა ხარ მმართველი პარტიის თავმჯდომარე დებატში რომ დაგიჯდეს? ან როდის იყო ორმოცდაათპროცენტიანი და ერთპროცენტიანი პოლიტიკოსები ან პარტიის წარმომადგენენლები ედებატებოდნენ ერთმანეთს? შენ რომ გათვლა გაქვს, ეგეთი დაბალი ინტელექტის ხალხი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, იმიტომ გაქვს ეგ რეიტინგი. პიარში ორიანი, პოლიტიკაში ორიანი, კაცობაშიც ორიანი, პოპულიზმში და აგენტობაში - ხუთიანები“, - წერს დიტო სამხარაძე.
16-11-2024
16-11-2024