გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24-11-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსი 9 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, პროგრამაში 100- ზე მეტი მსჯავრდებული ჩაერთვება.

შემოსავლების სამსახურისა და  მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 14 მსჯავრდებულის მიმართ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცედურები განახორციელეს. სტატუსი მსჯავრდებულებს  შესაძლებლობას აძლევს, მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციით (მაღაზია „რე-მარკეტში") მიღებული შემოსავალი არ დაბეგრონ და ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. იხ. ბმული:

https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=1&tab=1  

ამასთან, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების  პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული სტატუსი უკვე  66 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.

შემოსავლების სამსახურში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და   პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930