გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში ქართული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნა

24-11-2022

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით საქართველოს პარლამენტში ქართული ხელნაწერების ასლების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნა.

 

ექსპონატები საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სივრცეში განთავსდა.

 

განახლებული სივრცე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვართან დაიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია: ვახტანგ VI-ის „ქიმია“, ვახუშტი ბატონიშვილის “მსოფლიოს გეოგრაფია”, მარიამ დედოფლისეული “ქართლის ცხოვრება”, სულხან-საბა ორბელიანის “ლექსიკონი ქართული”, “ვეფხისტყაოსნის” სამი უნიკალური ნუსხა (იმერეთის მეფე სოლომონ I-ის კუთვნილი, ე.წ. “წერეთლისეული”, მეფე გიორგი XI-ის დაკვეთით შექმნილი, ე.წ. “ბეგთაბეგისეული” და ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ე.წ. “ავალიშვილისეული”), ტბელ აბუსერისძის ასტრონომიური ნაშრომი; ასევე, გამორჩეული ძველნაბეჭდი წიგნები და პერიოდული გამოცემები: “დედაენა”, “ბუნების კარი”, “საქართველოს მოამბე” და “ივერია”.

 

მულაჟების ავტორია კალიგრაფი დავით მაისურაძე (საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი).

 

მულაჟები აკინძა, კაპტალები შექმნა და ყდებით შემოსა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის მკინძველ-რესტავრატორმა ინგა ბასილაძემ.

 

პროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930