გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო

28-11-2022

ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

 

დავითულიანი ევროპელი კოლეგების მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ და პუტინის პატიმრად მიაჩნიათ და აღნიშნა, რომ ეს მათი პოლიტიკური სპეკულაციაა.

 

მისივე თქმით, არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე.

 

„ძალიან მარტივად ვიტყვი რომ ტყუიან, პუტინის პირადი პატიმრობა საერთოდ რა შუაშია არ ვიცი, ევროპარლამენტარების მხრიდან ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია.

 

ყველა სხვა რამეს თავი რომ დავანებოთ იმ დიდ სცენარში, მიხეილ სააკაშვილი დიდი რევოლუციონერივით რომ გადმოვიდა საზღვართან მხოლოდ ესეც კმარა იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში. არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე, რომელიც ასე მოიქცა. ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930