29-11-2022
ტექნოპარკში, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა ერთობლივი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ისრაელის საელჩოს კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ქართული სტარტაპებისა და „ენჯელინვესტორების“ ნაწილში, ასევე ისაუბრეს ისრაელის IT კომპანიების მხრიდან მზარდ ინტერესზე საქმიანობის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მათ ისარგებლონ მთავრობის ახალი საგადასახადო შეღავათებით.
ავთანდილ კასრაძემ სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა GITA - ს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნულ სფეროში შრომითი ბაზრის კონკურენციის კიდევ უფრო ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტექნოლოგიების გამოყენებისა და საქართველოში ახალი ქართული ტექნოლოგიების შექმნის ნაწილში ქართული ბიზნესის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა.
16-11-2024
16-11-2024