გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: გიორგი კვირიკაშილის მოყვანილია ეს ადამიანები და ზურგს უკან ასეთი მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია

19-07-2018

პარლამენტის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის ყოფილი ლიდერის მიმართ ანგარიშწორება ხდება.
მისივე თქმით, ყოფილი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ზურგს უკან განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია.

„ჩვენი დადანაშაულება, რომ რაღაც კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, არასწორად მიმაჩნია, ეს შეურაცხმყოფელია.
მეორე განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მას თურმე თმენის ვალდებულება გააჩნია, ამიტომ ტყუილს არ იტყვის. მე იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ, დეპუატატებს გვაქვს, ასეთ თავმჯდომარეს რომ ვითმენთ, რადგან ანგარიშწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან. მისი ჩაწერილია და მოყვანილია ძირითადად ეს ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ და ეს უპასუხისმგებლო, ზურგს უკან მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია“- განაცხადა ჭიჭნაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031