გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ჭიჭინაძის განცხადებები ხელოვნული კრიზისის შექმნის მცდელობაა

19-07-2018

რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, დავით ჭიჭინაძემ საკუთარი თავი მმართველი გუნდის გარეთ თავად დააყენა.
მისივე თქმით, პარტიის სამდივნომ მხოლოდ გააფორმა ის პოზიცია, რომელიც ჭიჭინაძეს უკავია.

„ვუსმენ ბოლო პერიოდში ჭიჭინაძის განცხადებებს. ის არავის გაურიცხავს, უბრალოდ თავი დააყენა გუნდის გარეთ. სამდივნომ კი გააფორმა ის პოზიცია, რაც ეკავა მას.
არაერთხელ თქვა, რომ უნდა გამოაცხადოს პარლამენტმა თვითდათხოვნა, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, როდესაც მსგავსი არაფერი ხდებოდა. ეს არის ხელოვნული კრიზისის შექმნის მცდელობა“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031