გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

1-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგზე ძალადობის ცნება და სუბიექტები, ძალადობის რისკ-ფაქტორები და მახასიათებლები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ძალადობის სახეების იდენტიფიცირებასა და ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციის როლს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ კონვენციიდან გამომდინარე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

 

ტრენინგის მიზანი სამინისტროს თანამშრომელთათვის ოჯახში ძალადობის პრობლემატიკის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მახასიათებლების შესახები ინფორმაციის მიწოდება იყო.

 

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ტარდება. კამპანია გვახსენებს, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელზეც თანამედროვე, საერთაშორისო საზოგადოებაა დაფუძნებული და რომ აღნიშნული პრობლემა საერთო ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930