გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ციხისძირში ე.წ ,,უშაკოვის აგარაკის‘’ რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

1-12-2022

პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია ყველა დეკორატიული ელემენტის აღდგენა-შეკეთებით. ასევე, გათვალისწინებულია აივნებისა და ტერასების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია.

 

შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული და ის საინტერესო სააგარაკო ტიპის ნაგებობაა თავისი საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს! (ბიუჯეტი -146 000 ლარი)

 

ორსართულიანი შენობა ზღვიდან 750მ-ით დაშორებულ შემაღლებაზე დგას, სამანქანო ტრასიდან აღმოსავლეთით. ნაგებობა მართკუთხა გეგმისაა, აღმოსავლეთ ფლანგზე აქვს რიზალიტურად ნაშვერი კოშკურა აქცენტი, რომელიც პირამიდული გადახურვით სრულდება.

 

სახურავი კრამიტისაა. ნაგებობის ფასადები გალესილია და დატვირთულია კლასიცისტური არქიტექტურული ელემენტებით. ცოკოლის პერიმეტრს და სართულებს შორის პროფილირებული ლავგარდანები დაუყვება, რომელსაც ქვევით გასდევს კბილანებიანი ფრიზი. მართკუთხა სარკმლები მოჩარჩოებულია ნალესი ფორმებით. სარკმლების რაფების ქვემოთ ნალესი რიკულებია განთავსებული.

 

ფასადები აქცენტირებულია ლითონის ჭვირულ მოაჯირებიანი კიდული აივნებით. ნაგებობაში რამდენიმე შესასვლელია. ქვის საფეხურებიანი, პარმაღებიანი შესასვლელები მოწყობილია სამი ფასადიდან. კოშკში მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. ინტერიერიის მართკუთხა გეგმარების ოთახები მარტივადაა გალესილი. ნაგებობა საინტერესო სააგარაკო ტიპის შენობაა თავისი საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930