1-12-2022
„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ ჩვენ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა ასახულია დასაქმებაშიც და „საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შარშანდელი წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 114,000 ადამიანით არის გაზრდილი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
"საქსტატის" ცნობით, საქართველოში დასაქმება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, მნიშნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობის და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 15.6%-ს შეადგენს და ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო წინა წლის ბოლოსთან - მეოთხე კვარტალთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
„დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო უმუშევრობის დონეც ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ შევინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, კიდევ უფრო შემცირდება უმუშევრობა და გაიზრდება დასაქმება ქვეყანაში," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024