გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააპელაციო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

1-12-2022

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.


2022 წლის 23 ნოემბერს, ბრალდებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ხაშურის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, 24 ნოემბერს, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით.


პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930