გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობაზე: სახეზეა "პარტიის" ბანალური, ბიოლოგიური სიკვდილი

3-12-2022

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს გამართული აქციას ეხმიანება.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, სახეზეა "პარტიის" ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი.

 

“ქართველებს გვაქვს რამოდენიმე საკრალური თარიღი, რომელიც ოდესღაც ცოცხალი ორგანიზმის გარდაცვალებას უკავშირდება: 3, 9, 40 დღე და წლისთავი. ამ შემთხვევაში, ნაცმოძრაობასთან მიმართებაში, ტერმინი "გარდაცვალებაც" - მკრეხელობაა. სახეზეა "პარტიის" ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი.

 

პოლიტიკური მნიშვნელობის მასშტაბით, ჯერ კიდევ, სიდიდით მეორე პარტიის - უეჭველი სიკვდილი. პოლიტიკურ სასაფლაოზე მას ორი ვარიანტი ელოდება: "ნივიჟუ" გაუკეთოს თავის გაცივებულ სხეულს - მაშინ მუნიციპალური ხარჯებით, "ბომჟების" სასაფლაო ზონაში მიაბარებენ მიწას, ან პირიქით - ძვირადღირებულ კერძო სასაფლაოზე მოუძებნონ მას "საპატიო" ადგილი...”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031