19-07-2018
ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის, გიგა ბუკიას განცხადებით, დავით ჭიჭინაძეს როგორც უმრავლესობაში, სეავე პარტიაში თავისი აზრის დაფიქსირების პრობლემა არ ჰქონია.
მისივე თქმით, ყველა პარტიას აქვს თავისი დისციპლინა და აუცილებელია მისი დაცვა.
ასე გამოეხმაურა ბუკია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„დავით ჭიჭინაძეს აქ ჰქონდა არანაირი პრობლემა თავისი აზრის დაფიქსირების როგორც უმრავლესობაში, ისე პარტიაში. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო მისგან საჯარო სივრცეში პიროვნებებზე შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამით ისე წარმოჩენა საკითხის, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ბუნებრივია ყველა პარტიას აქვს თავისი დისციპლინა და აუცილებელია ამისი დაცვა. ჩვენ კონსერვატორებსაც გვაქვს ჩვენი წესდება. ამაში არაფერი ახალი და განსაკუთრებულ არ არის. ალბათ უმჯობესი იქნებოდა დავითს უფრო სხვა ფორმა აერჩია. პარტიის შიგნიდან უფრო აქტიურად შეეძლო მას მისი საკუთარი პოზიციის ლობირებაც და გამოხატვაც.
როდესაც ადამიანი არის პარტიაში მან ჯერ თავისი პოზიცია და რესურსი იქ უნდა ამოწუროს და თუ ის ხედავს, რომ მისი ადგილი იქ არ არის თვითონ უნდა დატოვოს ის ადგილი. პიროვნული შეურაცხყოფის საჯარო სივრცეში მიყენება არამგონია რაიმე პოზიციონერობას ნიშნავდეს და ვინმესთვის მისაღები იყოს. როგორ წარმოგიდგენიათ ოჯახის წევრები შიგნით კამათობდნენ და გარეთ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს არ არის ლამაზი და მისაღები. მერწმუნეთ, რომ უმრავლესობაში ბევრად უფრო მწვავე კამათიც მიდის ხოლმე და მეც არაერთხელ მქონია რაღაც საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება და ამასთან დაკავშირებით შეზღუდული არავისგან არ ვყოფილვარ. თუ შენთვის მიუღებელია რაღაც შენ თვითონ უნდა დატოვო ის ადგილი. მისი ეს საქციელი არ იყო კომუნიკაციის სწორი ფორმა",-განაცხადა ბუკიამ.
შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.
19-12-2024
18-12-2024