6-12-2022
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“ - ამის შესახებ საქართელოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსთავში დამოუკიდებლობის ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა სკვერში განთავსებულ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისათვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მემორიალებთან გმირების ხსნოვას პატივი მიაგო.
„მინდა, მივუსამძიმრო იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მთავრობის სახელით და გამოვხატო დიდი გულისტკივილი. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად გული შესტკივა თითოეულ ქართველზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
რუსთავში ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.
16-11-2024
16-11-2024