7-12-2022
მე არ მინდა დეტალებში შევიდე, მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი ამ ადამიანს რა ჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ.
ერთი ის ვიცი რომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო აქ და რევოლუცია, სისხლისღვრა მოეწყო, ციხეში ჩასმის დღიდან ემუქრებოდა ყველას, რომ თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში, უკრაინის ომი არ იყო დაწყებული ჯერ, სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება და მსგავს მუქარებს აგრძელებდა ბატონი სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა ისტორია მოხსნა და ვნახეთ ისიც, კადრებიც გავრცელდა, რომ თურმე ის ჭამდა კიდევაც ფარულად იღებდა საკვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მან ბევრჯერ მოისმინა იმის თაობაზე, რომ თურმე სააკაშვილს არ მოსწონს გარემო და დეპრესიაშია.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, შემდეგ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში და თავის თავს აჯერებდა, რომ ისე კარგად „თამაშობდა" და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა, თითქოს ან შიმშილობდა, ან ცუდად იყო და ყველა გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს რა თქმა უნდა არ და ვერ მოხდება, ჩვენ ვართსამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ იმის უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი.
მე ძალიან ბევრჯერ მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? არ ვიცი, მე არ ვარ ექიმი. ბატონი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, მათ უნდათ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს არის, სხვა არაფერი,"- განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024