გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხელაშვილი: არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს უკრაინაში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია

7-12-2022

არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ - ამის შესახებ ტვ „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია.

 

„რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნების პოზიციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ნატო-ს ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკის ბირთვული ქოლგა იფარავს, ისინი აქტიურად ეხმარებიან უკრაინას შეიარაღებით, მაგრამ თუ დააკვირდებით, არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში.

 

მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ, ამიტომ, არც ერთი მთავრობა ამას არ აკეთებს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, შეიძლება ითქვას, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930