გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამების ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

7-12-2022

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც 1992-93 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოასვენეს 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 3 სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და 8 მებრძოლის - ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიად უშხვანის, ბორის ბერულავას, ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას და ხვიჩა დეკანოსიძის იდენტიფიცირებული ნეშტები.


კობა კობალაძემ გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და მათი ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.


8 დეკემბერს, 15:00 საათზე, 3 მებრძოლს_ოთარ გაგუას, ბორის ბერულავას და ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 8 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930