გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციის კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

8-12-2022

მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციის (MVNO) კომუნიკაციების კომისიას მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრები- „შპს ჯიენსი“, „შპს ინექსფონი“ და „შპს მაიფონი“ - კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით ძალაში დატოვოს 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება.


MVNO ასოციაციაში შემავალ სამივე კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც საჯარო, ისევე - კერძო მიმართვებში არაერთხელ გვაქვს გაცხადებული მზაობა და სურვილი მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოპოვების, რაც ქართველი მომხმარებლისთვის ინოვაციური და მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისების მიწოდებას ნიშნავს. ამასთან, ქსელის ოპერატორების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არიან მობილური ვირტუალური ოპერატორი დაუშვანსაკუთარ ქსელზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ამ დრომდე სიტყვიერი მოლაპარაკებიდან რეალურ სამუშაო პროცესში გადასვლა არცერთ ჩვენგანთან არ მომხდარა. ქსელის ოპერატორების საჯარო მზაობამხოლოდ ერთი ოპერატორის მიერ და მხოლოდ ერთი ახლად დაარსებული კომპანიის დაშვებითშემოიფარგლა. კერძოდ, საუბარი გვაქვს შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის გაფორმებულხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე „ჰალოს“ სახელით პირველმა ქართულმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო საქმიანობა და დღეის მდგომარეობით 80-მდე აბონენტი ერიცხება.


MVNO ოპერატორების დაშვებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან სამი წლის თავზე მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მხრიდან უამრავი წინააღმდეგობა და პრობლემა არსებობს, მოულოდნელად შპს ,,ეკლეკტიკის“ ბაზარზე გამოჩენა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მათთვის ხელშეკრულების გაფორმება უამრავ ეჭვსა და კითხვას აჩენს. MVNO დაშვების მსურველ ასოციაციაში შემავალ კომპანიებს გვიჩნდება განცდა, რომ არსებული შეთანხმება შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეჭვს და კითხვის ნიშნებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს.


საგულისხმოა, რომ „ჰალოს“ შეთავაზება „სილქნეტის“ პაკეტების იდენტურია და განსხვავება მხოლოდ ფასშია, კერძოდ, ჰალო 2 ლარით იაფია ვიდრე სილქნეტი. ასევე, პოტენციური აბონენტისთვის „ჰალოში“ პორტირება ან ახალი სიმ ბარათის აღება ისევე როგორც კომპანიასთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს - კომპანიას არ აქვს მითითებული მომსახურების წერტილების ზუსტი მისამართი, იურიდიულ მისამართზე არასდროს არავინ იმყოფება, უცნობია კომპანიის სამუშაო და არასამუშაო საათები, რაც ოპერირებისა და MVNO კომპანიისთვის სწორ სეგმენტზე გასასვლელად სასიცოცხლოდ აუცილებელია.


მნიშვნელვანია, რომ MVNO ასოციაციაში შემავალი თითოეული კომპანია ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ ბაზარზე შევლის სურვილის, ამის გარდა, ბოლო ერთი წელია ასოციაციის სახელით გვაქვს გაკეთებული არაერთი განცხადება, ამ პროცესში კი კომპანია „ეკლექტიკის“ შესახებ არასოდეს გვსმენია. დღესაც, როდესაც შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის შეთანხმება უკვე არსებობს, თუკი მედიას MVNO თემაზე რაიმე აინტერესებს, მოგვმართავს ჩვენ და არა ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიას.


კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ის ფაქტიც, რომ კომპანია ისე გახდა MVNO ხელშეკრულების მფლობელი ჩვენამდე, რომ მარეგულირებელ კომისიაში არც კი ჰქონდა ავტორიზაცია გავლილი მაშინ, როდესაც ჩვენ, სამი ავორიზებული კომპანია, სამი წელია ვიბრძვით და ვითხოვთ კონკრეტულ შეთავაზებებსა და წერილებზე პასუხს ქსელის ოპერატორებისგან.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და გარემოებების გამო, ვთვლით, რომ არამც თუ უნდა გაუქმდეს რეგულაცია, არამედ პირიქით კომისია უფრო აქტიურად უდა ჩაერთოს ამ სფეროს რეგულირებაში. სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება.


ვიმედოვნებთ, კომისია გაითვალისწინებს ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორს და ქართველი მომხარებლისთვის და ჩვენი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის სწორ და საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს" - ნათქვამია მიმართვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930