გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგანმანათლებლო პროექტი , "შეეხე ისტორიას ხელებით"

8-12-2022

დღევანდელი შეხვედრის თემა: “მედიცინა რომაულ პერიოდში “ აღნიშნულ თემაზე თხილნარის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, სულხან მამულაძე უძღვებოდა.


რომაელებმა მეტად მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში და ერთ-ერთი მოწინავე ცივილიზაციაც შექმნეს. გარდა კარგად გამართული სახელმწიფო და ადმინისტრაციული მიმართულებებისა, მათ დიდი პროგრესი ჰქონდათ სხვა მნიშვნელოვან დარგებშიც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამედიცინო საქმიანობა, რომელსაც თავისი განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. რომაული სამედიცინო საქმიანობა ძირითადად ეგვიპტური და ბერძნული ცივილიზაციებისგან იღებდა სათავეს, თუმცა, რომაულ პერიოდშიც საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ რომაულ ეპოქას უკავშირდება მსოფლიოში პირველი სამკურნალო ცენტრების ე.წ.„valetudinarium“-ის დაარსებაც, სადაც როგორც სამოქალაქო პირებს, ისე დაშავებულ მონებსა და ჯარისკაცებს მკურნალობდნენ. მრავალფეროვანი იყო რომაული პერიოდის მკურნალობის პროცედურები და სამედიცინო ინსტრუმენტებიც, რომელთა შესახებ როგორც ისტორიული წყაროები, ისე არქეოლოგიური მონაპოვრებიც გვამცნობს.


გარდა პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობისა, რომაელები ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რა იწვევდა დაავადებებს და როგორ უნდა აეცილებინათ ისინი თავიდან. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, რომლის მიზანიც დაავადებების გავრცელების პრევენცია იყო. საინტერესოა ისიც, რომ ამ პერიოდის სამედიცინო თეორიები ზოგჯერ ძალიან ახლოს იყო იმასთან, რაც დღეისათვის კარგადაა ცნობილი. მაგალითად, მარკუს ტერენტიუს ვაროს (ძვ. წ. 116–27 წწ.) სჯეროდა, რომ ესა თუ ის დაავადება წარმოიშვება შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი, ძალიან პატარა, არსებების გამო.


ჩვენ დღეს მათ ბაქტერიებისა და ვირუსების სახელწოდებით ვიცნობთ. ამასთანავე, რომაელები განსაკუთრებით კარგად იცნობდნენ იმ პერიოდის ფლორას და სწორედ ამიტომაც იყენებდნენ მცენარეული სამკურნალო საშუალებების ფართო სპექტრს. ვინაიდან რომის იმპერია მუდმივად აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, ცხადია, რომაულ არმიას მუდმივად ესაჭიროებოდა სამედიცინო სპეციალისტებიც. ამ მხრივ, საინტერესოა რომის არმიის ერთ-ერთი ცნობილი ექიმი პედანიუს დიოსკორიდი (Pedanius Dioscorides), რომელიც დაახლოებით 40-90 წწ. ცხოვრობდა. ის იყო ბერძენი ბოტანიკოსი, ფარმაკოლოგი და ექიმი, თუმცა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი რომში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930