გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონკურსის „ჩემი მოხალისეობრივი როლი გარემოსდაცვაში“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

9-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ესსეების კონკურსის „ჩემი მოხალისეობრივი როლი გარემოს დაცვაში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებული აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე საჯაიაა. მეორე ადგილი თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე რეზი დგებუაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არაბული გავიდა.


„გამარჯვებულ მოსწავლეებს ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი გამოწვევების ინტეგრირებულ აღქმას ახალგაზრდებში და გარემოსადმი მეგობრული ქცევისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.


კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ. ესსეები შეფასდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის კონკურსი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი” (GRF) ფარგლებში გამოაცხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930