გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტექ-კომპანიის Revolut" წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა

9-12-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტეკ - კომპანიის "Revolut" წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში ფინტექ-ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კარგ შესაძლებლობებზე, ამისთვის ხელსაყრელ ნორმატიულ ბაზაზე, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე საქართველოში რეგიონული მასშტაბის ფინტექ-ჰაბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის, საფინანსო ინოვაციური პროდუქტების შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება საქართველოში ინოვაციური ბიზნესების შემოსვლას და მათ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას, აგრეთვე ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მარტივად, ნაკლები დანახარჯებით და უსაფრთხოდ სხვადასხვა საფინანსო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური ფინანსური აპლიკაცია Revolut-ი, რომელსაც ჰყავს 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში, საქართველოში მომავალ წელს გამოუშვებს აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას. ითქვა, რომ გამარტივებული აპლიკაცია გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ემიგრაციაში წასული ჩვენი მოქალაქეებისთვის.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადგილობრივ ფინტექ - ბაზარზე არსებული ვითარება და საქართველოს, როგორც პოტენციური ტექნოლოგიური ჰაბის, განვითარების შესაძლებლობები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930