10-12-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლისადა სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ, ევროკავშირის და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დარგის ეფექტიან რეფორმირებას და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კატალინ გერმანის განცხადებით, ევროკავშირი, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ENPARD IV-ის ფარგლებში დასახული ამოცანების ეფექტიან შესრულებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.
შეხვედრაზესაუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, კოოპერაციული მეურნეობების ხელშეწყობის და LEADER/CLLD მიდგომაზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობის საკითხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024