10-12-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ორგანიზაცია StrategEast - ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები, რომლებიც მოიცავს IT HUB -ის პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგების პროექტის განხორციელებას. ტრენინგებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, StrategEast - ი ჩაატარებს. აღინიშნა, რომ პროგრამა ამ ეტაპზე საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება და საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც მიიღებენ განათლებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს IT მიმართულებით, შემდგომ კი დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში. პროგრამა ჩატარდება საქართველოსა და აზერბაიჯანში.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და StrategEast - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
16-11-2024
16-11-2024