გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში, ადგილზე გაეცნენ

11-12-2022

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში იმყოფებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ სისტემის შესახებ, რომელიც, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, ქართველმა მცენარეთა დამცველებმა შეიმუშავეს და რომლითაც მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ხელმძღვანელობს.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებულია საქართველოს გამოცდილება, რასაც მავნებელთან საბრძოლველად აქტიურად გავიზიარებთ. შევქმნით ცენტრს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების კოორდინაციისათვის და გამოვიყენებთ იმ რეკომენდაციებს, რაც ჩვენმა კოლეგებმა მოგვცეს," - განაცხადა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ანარ აზამოვმა.

აზერბაიჯანელმა სტუმრებმა მავნებელთან ბრძოლის პროცესში ჩართული სპეციალური ტექნიკაც დაათვალიერეს; ინფორმაცია მიიღეს მონიტორინგის, წამლობის ღონისძიებების, ადგილობრივ მოსახლეობასთან, ფერმერებთან, მეფუტკრეებთან თანამშრომლობისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მეთხილეთა ასოციაციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და, ასოციაციის წევრ მეთხილეებთან ერთად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში ფერმერთა ჩართულობის აუცილებლობის საკითხი განიხილეს. სტუმრები თხილის გადამმუშავებელი საწარმოშიც იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930