13-12-2022
შემიძლია გითხრათ ბოლო ინფორმაციები, კეზერაშვილის მხარე ეკა კვესიტაძის მეშვეობით ალაგებს, მთავარი არხის წარმომადგენლებს შეიძლება ეს ინფორმაცია ჰქონდეს ნაწილს მაინც, რომ თუ ხაბეიშვილის მხარდაჭერა იქნება, დაფინანსდება „მთავარი არხი“, რომელიც ფინანსური კრიზისის წინაშეა და ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტებს ხელფასებს არ უხდიან სრულყოფილად- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძეს თქმით, ეს არის პოლიტიკური და ფულთან დაკავშირებული ვაჭრობა, რაც მიდის „ნაცმოძრაობის“ შიგნით და მის ტელევიზიებში.
„ეს არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება უარყონ, ამაზე წამოვა უამრავი ქილიკი, მაგრამ რეალურად დღეს ოფიციალური შეთავაზებაა, ოფიციალურს ვეძახი იმდენად, რამდენადაც ამაში საჯარო პირები არიან ჩართულები, რომ თუ ხაბეიშვილს ექნება მხარდაჭერა „მთავარი არხი“ დაფინანსდება და აუნაზღაურდებათ ის დავალიანებები, რაც სახელფასო თუ სხვა დავალიანებების სახით აქვს წარსულში და ამას ეკა კვესიტაძე ალაგებს „მთავარ არხში“. ახლა ხომ თვითონ მიხვდებიან, რომ ეს უტყუარი ინფორმაციაა და ბევრ ადამიანს აქვს. ეს არის პოლიტიკური და ფულთან დაკავშირებული ვაჭრობა რაც მიდის „ნაცმოძრაობის“ შიგნით და მის ტელევიზიებში“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024