14-12-2022
"ბოლო დღეებში ევროპარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა გააღრმავა კითხვები ჩვენში ერთ კონკრეტულ საკითხზე. საქმე გვაქვს უცხოეთიდან საქართველოს ხელისუფლების არა მხოლოდ მიზანმიმართულ ნეგატიურ პროპაგანდაზე, არამედ, რადიკალურ ბრძოლაზე ჩვენს წინააღმდეგ" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაშია ნათქვამი.
"პოლიტიკურ უპატივცემულობას გამოხატავენდასავლეთის რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც დაავადებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სიყვარულით. ისინი ამავე დროს შეპყრობილნი არიან შიშით, რომ თუ მას ვერ დაიხსნიან, სააკაშვილისათქმელს ხმამაღლა იტყვის. ისინი სწორედ მისი თანამედროვენი არიან და თავის დროზე მასთან ერთად წყვეტდნენ მთელ რიგ საკითხებს.
იბადება კითხვა - უცხოელი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილისასეთი გამალებული დაცვა ხომ არ არის მათი მხრიდან ერთობლივი დანაშაულების დამალვის მცდელობა და შიში იმისა, რომ მიშა მათ ბევრ რამეში ამხელს?
სააკაშვილის და მისი გუნდის ასეთი მასშტაბური დანაშაულები ვერ იქნებოდა მათი პარტნიორების თანამონაწილეობის გარეშე, განა ისინი არ აკონტროლებდნენ ყველაფერს საქართველოში და განა ყოფილი ხელისუფლება უსიტყვოდ არ ასრულებდა მათ დაკვეთებს?ან სააკაშვილის შემოსვლა განა მათ გარეშე დაიგეგმა?
როგორც ჩანს, ის სასტიკი დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, სცდება საქართველოს საზღვრებს. სხვა ვერაფერი ვერ ამართლებს უცხოელი პოლიტიკოსების ასეთ გამალებულ ბრძოლას დამნაშავე რეჟიმის დასაცავად და მათ დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს ამაზე მითუფრო დღეს, როდესაც თავად ევროპარლამენტში მიდის სწორედ დემოკრატიის უკუსვლა.
მიზანშეწონილი იქნება, თუკი შესაბამისი ორგანოები სააკაშვილის დანაშაულებრივ კვალს საზღვრებს მიღმაც გაჰყვებიან და კანონი იქაც იკანონებს. მითუმეტეს დღეს, როდესაც კონკრეტული დანაშაულების ფაქტი ევროპარლამენტშიც გამოვლინდა. მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველი ევროპარლამენტარების თუ სხვა პოლიტიკოსების შესაძლო დანაშაულებრივი მხილება ვფიქრობ, უცხო აღარ იქნება დემოკრატიული დასავლეთისთვის"- აცხადებს ხუნდაძე.
16-11-2024
16-11-2024