ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია
16-12-2022
რუსთაველის თეატრში 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ფოლკლორული ანსამბლები, ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფები, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების და ტრადიციული გალობის ოსტატები მთელი საქართველოს მასშტაბით.
დასკვნით კონცერტზე ხალხური მუსიკისა და ტრადიციული გალობის გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ გადასცეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ბერელიძეების საოჯახო ანსამბლს ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას, წინსვლას და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
გაცნობებთ, რომ „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ჟიური საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრა და 800 მონაწილიდან საუკეთესოები შეარჩია.
ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს მიეძღვნა.