16-12-2022
მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს და თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს სამხედროსთან გაიგივებულ საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსით განისაზღვრება თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის მინიჭების სამართლებრივი სტატუსი.
„ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა მოხალისეთა ორგანიზაციები; ბევრი ახალგაზრდა გაწევრიანდა და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ უნდა იყოს ანარქიული. თავდაცვის ახალი კოდექსი ორიენტირებულია, რომ ეს თემა ჩარჩოებში მოაქციოს. ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო უფრო მეტად იყოს დაზღვეული რისკებისგან, რაც არ შეიძლება მოდიოდეს ანალოგიური ორგანიზაციების დაფუძნებისგან, სამხედროსთან გაიგივებული საქმიანობისგან“, - განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის კოდექსით თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ხელი შეუწყოს იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას.
16-11-2024
16-11-2024