გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სირცხვილი იმაშია, რომ წინა ხელისუფლება არა თუ არ თანამშრომლობდა საერთაშორისო სასამართლო უწყებებთან, არამედ პირიქით - მტკიცებულებებს უმალავდა მათ

16-12-2022

მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით, ჰააგის ტრიბუნალმა 2012 წლის შემდეგ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აგვისტოს ომის დროს ქართველების დე-ფაქტო ეთნოციდზე და ამაში კონკრეტული დამნაშავე პირების წინააღმდეგ თავისი საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა. საამაყოა, რომ სამართლიანობის აღდგენა და ჭეშმარიტების დადგენა - სწორედ მოქმედ ხელისუფლებასთან არის ასოცირებული - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სირცხვილი იმაშია, რომ წინა ხელისუფლებას აზრადაც არ მოსვლია აღნიშნული სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა, წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლება არა თუ არ თანამშრომლობდა საერთაშორისო სასამართლო უწყებებთან, არამედ პირიქით - მტკიცებულებებს უმალავდა მათ.

 

მისივე თქმით, სირცხვილი იმაშია, რომ დღეს ჰააგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ პარტიულ და მედია რიგებში არა სიხარული, არამედ გლოვაა.

 

„ჩვენი მორიგი სიამაყე და მორიგი სირცხვილი. მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით, ჰააგის ტრიბუნალმა 2012 წლის შემდეგ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აგვისტოს ომის დროს ქართველების დე-ფაქტო ეთნოციდზე და ამაში კონკრეტული დამნაშავე პირების წინააღმდეგ თავისი საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა.


საამაყოა, რომ სამართლიანობის აღდგენა და ჭეშმარიტების დადგენა - სწორედ მოქმედ ხელისუფლებასთან არის ასოცირებული. სირცხვილი კი იმაშია, რომ წინა ხელისუფლებას აზრადაც არ მოსვლია აღნიშნული სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.


სირცხვილი იმაშია - წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლება არა თუ არ თანამშრომლობდა საერთაშორისო სასამართლო უწყებებთან, არამედ პირიქით - მტკიცებულებებს უმალავდა მათ. სირცხვილი იმაშია, რომ დღეს ჰააგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ პარტიულ და მედია რიგებში არა სიხარული, არამედ გლოვაა. სირცხვილი იმაშია, რომ ჰააგამ ქართველების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა ერთ-ერთ ორგანიზატორად, აწ უკვე გარდაცვლილი გენერალი ბორისოვი დაასახელა - რომლის პირადი მძღოლი ომის დროს, ნაცების ერთ-ერთი ლიდერი ვარძელაშვილი იყო. სირცხვილი იმაშია, რომ რუსების "დასავლეთ ფრონტზე" მეორე გენერლის - ჩაბანის კიდევ ერთ პირად მძღოლად ნაცების კიდევ ერთი ლიდერი, გოროზია მუშაობდა. ამიტომაც გლოვობენ ჰააგის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ამიტომაც არის მათ რიგებში "კრავთა" მორიგი "დუმილი". დღეს ორად ორი მედია გლოვობს და შფოთავს - ჩვენი "გლავკანალი" და რუსების ТАСС-ი“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930