16-12-2022
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, „დიდ გადაცემაში“ აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ 2004 წელს მესტიის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა. მისი თქმით, კონფლიქტი მასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყო.
„მინდა, მაყურებელს, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, ჩემს პრობლემაზე რომ დავიწყე საუბარი. ეს არასოდეს მიკადრია, რადგან იმდენი გაუბედურებული ოჯახი იყო ამ ქვეყანაში, ის, რომ მე შეურაცხყოფას მაყენებდნენ, არც გამცემლიძის, არც რობაქიძის, არც აფრასიძეების თემასთან არ იყო სახსენებელი.
რომელი ერთი ჩამოვთვალო, რამდენ უბედურებაში გახვიეს ამ არაადამიანებმა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. მინდა, პირველ რიგში, აფრასიძეების თემა ვახსენო, რომლის მერეც მე დ ამიშას „ბანდა“ რეალურ კონფლიქტში შევედით.
როდესაc ბარამიძემ სვანეთში სპეცოპერაცია ჩაატარა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, დღეს მსჯავრდადებულმა კრიმინალმა სააკაშვილმა, გამოაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება სწორედ მან გასცა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
16-11-2024
16-11-2024