გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა

19-12-2022

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა.


დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ხაშურის, ქუთაისის, ქედის, ფოთისა და ჩოხატაურის, ასევე, ბათუმის, ზუგდიდის, ონის, დუშეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.


კონფერენცია, რომელსაც ათეას აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა უძღვებოდა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ევროკავშირის (EU) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.


ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.


სიტყვით გამომსვლელებმა, ადგილობრივი დემოკრატიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მნიშვნელობას, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერაში ათეას როლს და მუნიციპალიტეტებს შორის ჰორიზონტალური თანამშრომლობის ეფექტიანობასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.


აღსანიშნავია, რომ BPP-ის პროგრამის 2022 წლის კონკუსში წარმოდგენილი 47 განაცხადიდან მმართველი კომიტეტის მიერ  საუკეთესო პრაქტიკად 15 განაცხადი იქნა აღიარებული.


საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა გადაეცა - ონის მუნიციპალიტეტს.


დღესვე, ათეამ გამარჯვებული პროექტების განაცხადების ავტორები დააჯილდოვა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930