22-12-2022
სამშენებლო კომპანია „ლა მოდერნა“ სამშენებლო ბაზარზე წლების მანძილზე არსებობს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი მსხვილი, ინფასტრუქტურული პროექტი. „ლა მოდერნა“-ს პროექტებს შორის არის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აშენებული სპორტის სასახლეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფისები და სასტუმროები. კომპანია აქტიურად არის ჩართული ქუთაისში მიმდინარე იმ პროექტებში, რომლებიც ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებასა და ქუთაისის კიდევ უფრო მეტად გალამაზებას ემსახურება.
სამშენებლო კომპანია „ლა მოდერნა“-ს ხელმძღვანელები-გურამ აბაშიძე და დავით ხურციძე აცხადებენ, რომ კომპანიის თითოეული პროექტის შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შესრულებულ სამუშაოსა და სამშენებლო მასალების ხარისხს.
„წლების წინ, როდესაც ეს კომპანია დაფუძნდა და გადავწყვიტეთ სამშენებლო ბიზნესში ჩართვა, მაშინ ვთქვით, რომ თითოეული ჩვენი პროექტი უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, მისაბაძი და მისათითებელი. ასევე, ხარისხთან ერთად, დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროექტის შესრულების ვადებს. ამ ეტაპზე გვაქვს სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც ჩვენი კომპანიის გულშემატკივარია და იციან ჩვენი ხარისხი. „ლა მოდერნა“ ქუთაისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას, ხარაზოვის ბაღთან აშენებს ხუთსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს თავისი ტერასით. კორპუსი ისეა დაპროექტებული, რომ იშლება პანორამული ხედები.
მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. კორპუსთან ახლოს არის სტრატეგიული ობიექტები. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჩვენს ყველა ობიექტზე გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი. თითოეულ ბინას აქვს თავისი ინდივიდუალური პარკინგი, ხოლო კორპუსის პირველი სართული მთლიანად ეთმობა კომერციულ ფართებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლა მოდერნა“ ეს არის ახალი სიტყვა ქართულ სამშენებლო სექტორში, ქუთაისში სამშენებლო სფეროში, რადგან ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ, ჩვენ ვაშენებთ თქვენს მყუდრო სახლს და ვაშენებთ ხარისხიანად,“-ამბობს გურამ აბაშიძე.
„ლა მოდერნა“-ს საქმიანობის სფერო მრავალმხრივია. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების, საცხოვრებელი კორპუსებისა თუ კომერციული ობიექტების მშენებლობის გარდა, კომპანია ასევე უზრუნველყოფს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
„ლა მოდერნა“-ს თავისი საქმის პროფესიონალ მშენებელთა გუნდის გარდა, ასევე ჰყავს სარემონტო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი, რომლის ანგარიშზე ვადებში, დროულად და ხარისხიანად შესრულებული მრავალი პროექტია. ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ გარკვეულწილად დავამსხვრიოთ სამშენებლო-სარემონტო სფეროში არსებული მითები და თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, მოვემსახუროთ ხარისხიანად და სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ გონივრულ ვადებში,“-ამბობს დავით ხურციძე.
როგორც „ლა მოდერნა“-ს დამფუძნებლები აცხადებენ, ძალიან მალე კომპანია ახალ კორპუსში გაყიდვებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს გამოაცხადებს. სპეციალურად ქუთაისისთვის აანონსებენ ახალ, გრანდიოზულ პროექტს, რომლის დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.
„როგორც გითხარით, ჩვენ უბრალოდ არ ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებთ ხარისხიანად. ჩვენი კორპუსის ბინადრებს არ ექნებათ იმის შიში, რომ კორპუსის ინფრასტრუქტურა შეიძლება დაზიანდეს. ძალიან მალე გამოცხადდება გაყიდვები ჩვენს ახალ ობიექტზე. მათ, ვისაც სურთ იცხოვრონ თანამედროვე, ხარისხიანად ნაშენებ კორპუსში და დატკბნენ პანორამული ხედებით, შეუძლიათ, დაიჭირონ თადარიგი. გეტყვით იმასაც, რომ „ლა მოდერნა“ ახალ, გრანდიოზულ პროექტს ამზადებს, რომელიც სპეციალურად ქუთაისისთვის არის გათვლილი. ქუთაისი ჩვენი ქალაქია, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ დიდი ისტორიის, ტრადიციების, ურთიერთობებისა და სიყვარულის მქონე ეს ქალაქი ლამაზი შენობებით კიდევ უფრო გავალამაზოთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ ქუთაისის განვითარების საქმეში,“-ამბობს გურამ აბაშიძე.
„ადამიანი მაშინ არის წარმატებული თავის საქმეში, როდესაც ამ საქმეს დიდი სიყვარულით და დიდი პასუხისმგებლობით აკეთებს. „ლა მოდერნა“-ს გუნდი სწორედ ამგვარად მუშაობს. ჩვენ გვიყვარს ეს ქალაქი და სწორედ დიდი სიყვარულით ვამზადებთ და ვახორციელებთ ყველა პროექტს, რომელიც ქუთაისს და ქუთაისში უკეთესი გარემოს შექმნას ეხება,“-ამბობს დავით ხურციძე.
16-11-2024
16-11-2024