23-12-2022
ვარდების რევოლუციას ბადრი პატარკაციშვილი ცალკე აფინანსებდა, ივანიშვილი ცალკე აფინანსებდა, ჭყონია ცალკე აფინანსებდა, მთელი ქართული ბიზნესი აფინანსებდა - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის, დავით აქუბარდიას კითხვას - "ვარდების რევოლუციას" ჭყონიაც აფინანსებდა? შალვა ნათელაშვილმა უპასუხა: "ჭყონია ვის არ აფინანსებდა".
მისივე თქმით, ჭყონია აფინანსებს მათ, ვისზეც ამერიკის საელჩო ეტყვის.
"ჭყონიამ ჩააქრო და მოკლა ეროვნული პროდუქცია, ლიმონათები, ლაღიძეები და ყველაფერი ამ შხამიანი "კოკა-კოლით", რომელიც არის გაურკვეველი შემადგენლობის და რომელსაც, მაპატიეთ და, უნიტაზი რომ უნდა გაწმინდონ ნალექებისგან, ამისათვის იყენებენ" - განაცხადა ნათელაშვილმა.
აქუბარდიას თქმით კი, "კოკა-კოლა" მანქანების აკუმულატორების "კლემების" საუკეთესო გამწმენდია.