გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისთვის წინასაახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების დარიგება დაიწყო

23-12-2022

ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისთვის წინასაახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების დარიგება დაიწყო.


ონის მუნიციპალიტეტში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს მერმა - სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, წინასაახალწლო სასურსათე ნობათი გადასცა.


აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ჩართულობით განხორციელდა.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კატეგორიაზე ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 დაზარალებულ ოჯახებზე გაიცა 17 500 ლარი. მიმდინარე წელს გასაცემმა თანხამ შეადგინა 5 000 ლარამდე, ხოლო მომდევნო წლიდან ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიზრდება 5 000 ლარით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031