23-12-2022
“მისი კვლავ გამოჩენა, უფრო მეტ ეჭვს აჩენს იმაზე, რომ გახარია, დაგვიანებული თუ შტატგარეშე მიშისტი, ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ კი ხელისუფლებაში საკმაოდ ოსტატურად შემოიპარა, თუმცა რეალურად პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრებას ვერანაირი გაქნილობით და ოსტატობით ვერ ახერხებს”- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას განცხადებას.
როგორც ნიკოლეიშვილი გახარიაზე წერს, როგორც ჩანს ჩათვალა ზურგში დანის ჩაცემის მომენტი სწორედ ახლაა.
“მაზაკვალი გახარიას ახლა გამოჩენა, მრავლისმეტყველი იქნებოდა, რამეს რომ წარმოადგენდეს ქართულ, გნებავთ ზოგად პოლიტიკაში. თუმცა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, და აქ ცხადია მისი მოღალატეობრივი ბუნება იგულისხმება, როგორც ჩანს ჩათვალა ზურგში დანის ჩაცემის მომენტი სწორედ ახლაა.
ვოზდუხა გახარია ფიქრობს სააკაშვილის თემის „გააქტიურების“ ფონზე, თან უპრიანი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის საკითხის წინ წამოწევა. საკითხი კი ძალიან სუსტია, ივანიშვილის „არაფორმალური მმართველობა!“- ამას უკვე რამდენი ხანია ფოტიგა-კუბილიუსები გაჰკივიან, და გახარიას ახლანდელი ამოხავილი, უფრო სასაცილოდ გამოიყურება, ისინი ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტში სხედან (მართალია სამარცხვინოდ) და გახარია, კი სად არის მგონი თვითონაც არ იცის. ისე, რამდენად დაცლილია ადამიანი ელემენტარული მორალისგან, რომ იმ ადამიანზე ცდილობს შეტევის მიტანას, ვინც კაცად აქცია, თუმცა „კაცი“, აქ მგონი ძალიან ზედმეტი სიტყვა გამომივიდა. პოლიტიკა ასეთია, პოლიტიკა ისეთია, პოლიტიკაში მოსულა და პოლიტიკაში დასაშვებია-ეს სწორედ გახარიას ნაირების მოგონილი ტერმინებია. იმ გახარიას ნაირების, რომლის დამფუძნებელი არა მაგრამ მემკვიდრეს ნამდვილად წარმოადგენს: ჯერ პოლიციელებს უტეხდა სახელს, მერე პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფი გადაგა იმის გამო, რომ დამნაშავე მელია არ დაეჭირა, გუნდს ზურგში დანა ჩასცა იმის გამო, რომ ნაცებისთვის არ ეწყენინებინა, საბოლო ჯამში კი ყველაზე მეტად თავისი თავი დააზარალა.
ახლა კი მისი კვლავ გამოჩენა, უფრო მეტ ეჭვს აჩენს იმაზე, რომ გახარია, დაგვიანებული თუ შტატგარეშე მიშისტი, ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ კი ხელისუფლებაში საკმაოდ ოსტატურად შემოიპარა, თუმცა რეალურად პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრებას ვერანაირი გაქნილობით და ოსტატობით ვერ ახერხებს, სხვა სახელი კი ნამდვილად დაიმკვიდრა საქართველოში!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024